საპროტესტო აქციები

ოპოზიციამ ჰიმნი იმღერა, რის შემდეგაც ოცნების" აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს

მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს, ამის შემდეგ კი, ჰიმნის შესრულებისკენ პოლიციის კორდონის უკან მდგარ ქართული ოცნების აქტივისტებსაც მოუწოდეს.

"ჰიმნის სიტყვები ხომ იცით? იმღერეთ" - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები ქართული ოცნების პარტაქტივს, რის შემდეგაც, მმართველი პარტიის აქტივისტები პოლიციის კორდონს მიაწვნენ, გაარღვიეს და ოპოზიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა კორდონი ისევ გააკეთეს.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს. დღეს მერიასთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზე მმართველი გუნდის პარტაქტივი დახვდა.ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

კომენტარები