ტურიზმი საქართველოში

რუსული ავია სანქციების მიუხედავად ტურისტული ნაკადი 6,3%-ით გაიზარდა

0 კომენტარი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ნოემბერში გაიზარდა როგორც საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და უშუალოდ ტურისტების რაოდენობაც. 

უწყების ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოს სულ 338 ათასი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით 10%-ით მეტია. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდაა.  

რაც შეეხება ჯამურად მიმდინარე წელს, იანვარ-ნოემბერში საქართველოს სულ 4,7 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს აკრძალა,  ტურიზმი ზრდის ტემპები შემცირდა, თუმცა კლებაში არ გადასულა. 

ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ კრიზისი დაძლია. ნოემბრის მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს ამ შეხედდულებას. 

ავია სანქციების და ბოლო თვეებში რუსეთიდან მიღებული დანაკლისის მიუხედავად, იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 8,690,352 შეადგინა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები