აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ს დიპლომატებისათვის ვიზების მიცემის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

reuters

რუსეთი აშშ-ს მათი დიპლომატებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ვიზების მიცემის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში თქვეს, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ვიზების არ მისცა რუსეთის სახაზინო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც 3 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციას უნდა დასწრებოდნენ. მათი თქმით ეს ქვეყნებს შორის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია. მანამდე ისინი ამბობდნენ, რომ მოსკოვში მათ საკონსულოში საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთში აშშ-ის წარმომადგენლობა შემცირდა.

თუმცა, რუსეთის საელჩოში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების არ გაცემა პერსონალის ნაკლებობის გამო არ ხდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობა მას შემდეგ იხმო, რაც გაეროს სამიტზე მიმავალი რუსული დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცეს.

აშშ-მ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელზე ვიზები არ დაუშვა.

კომენტარები