აშშ - რუსეთი

ტრამპი: აშშ-სა და რუსეთს ბირთვულ შეიარაღებაზე ახალი შეთანხმების მიღწევა სურთ

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების ახალი შეთანხმებისთვის მიღწევა სურდათ.

"ბირთვულ შეიარაღებაზე მთელი ეს სიტუაცია კარგი არაა," - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) იმიტომ დაასრულა, რომ მეორე მხარე, ანუ რუსეთი, მას პატივს არ სცემდა:

"თუმცა, ახლა მათ შეთანხმება უნდათ, ჩვენც ასევე. ეს მშვენიერი იქნება. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია".

პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართვაში ჩინეთიც იყო დაინტერესებული. 

"ამ საკითხზე შეიძლება ბევრი კარგი რამ მოხდეს," - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. 

იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება რუსეთის ინტერესებში აღარ შედიოდა. მანამდე, 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ინიციატივით აშშ-მ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები