ბუდაღაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სამარტოო საკანში გადაიყვანეს

რუსთავი 2

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელმაც 27 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ოპოზიციური ლიდერების, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. 

ამის შესახებ ბუდაღაშვილმა 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე თავად ილაპარაკა და თქვა, რომ მას პირადი მოხმარების ნივთების მიწოდებაც შეუზღუდეს. ბრალდებული ასევე ამბობს, რომ მას 24 საათის განმავლობაში წყლის გამათბობელი ძრავების ძლიერი ხმაური აწუხებს, რომელიც მისი საკნის გვერდით მდებარეობს. 

"რას უნდა ველოდოთ ჩვენ პროკურატურისგან დღეს, რომელიც არის ცალსახად კონკრეტული ოლიგარქის მსახური. წამების მეთოდებს მიჰყვეს ხელი,"- ამბობს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი. 

ბუდაღაშვილის მიმართ ზეწოლაზე მედიასთან მისი ოჯახის წევრებიც საუბრობენ. ზურაბ ბუდაღაშვილის დედა ყვება, რომ როდესაც მისი შვილი საკნის კარზე აბრახუნებს, ბადრაგები სხვა პატიმრებს ეუბნებიან, რომ იქ "ნაციონალი ზის" და ყურადღება არ მიაქციონ. ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა კი, რომელმაც პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ მას ღიად უთვალთვალებენ. 

ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს განახლდება. 

20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. შედეგად, მათ აქციის მონაწილეები დააკავეს. ზურაბ ბუდაღაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედევება და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

კომენტარები