საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები უზრუნველყოფს სახალხო სუვერენიტეტს

ტვ. პირველი

ქართული ოცნების მაჟორიტარი-დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს, მაჟორიტარულ სისტემას კი ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე აქვს. 

"საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, გამოიკვეთა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია. მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა, თუნდაც 2024 წლისთვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი. მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები კი უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს. ქართულმა ოცნებამ მიიღო ნაადრევი გადაწყვეტილება 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ" - თქვა ხუნდაძემ. 

გუშინ, 4 დეკემბერს, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
 

  

კომენტარები