აქცია ბათუმში

"დემიშიზაცია" - ბათუმში, ერას მოედანზე აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

"დემიშიზაცია" - ამ სახელწოდებით აქცია ბათუმში, ერას მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე მიიტანეს ცოცხებზე დამაგრებული მიხელ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფოტოები. 

კორუფციასთან ბრძოლის-საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც აქციის ორგანიზატორია, ამბობს, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციის დასრულებას ითხოვენ. 

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დავასრულოთ ამ ტირანებთან კოჰაბიტაცია. ეს ადამიანები ჩვენ გვეძახიან ბიძინას მონებს, რაც სამარცხვინოა. არა-ნაციონალურ მოძრაობას, არა - გვარამიას, რომელმაც ჟურნალისტური ეთიკაც კი მოკლა" - ამბობს ღოღობერიძე. 

მისივე თქმით ისინი არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მისვლას და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ პროტესტს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები