საბიუჯეტო ხარჯები

ნახევარი მილიონის დახარჯვის შემდეგ, მანგლისში წყალი კვლავ გრაფიკით მოდის

0 კომენტარი
ფოტო: აი, ფაქტი

აი, ფაქტის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2017 წელს ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, რათა მანგლისელებს წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიწოდებოდათ. შედეგად კი წყალმომარაგება მანგლისში მაინც არ გაუმჯობესებულია.

გამოყოფილი თანხით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წყლის მიწოდების უზრუნველყოფა 2018 წლის აგვისტომდე მართებდა. საბოლოოდ, სამუშაოები ერთი წლის შემდეგ დასრულდა, თუმცა შედეგი მაინც ვერ გამოიღო.

ამ დროისათვის მანგლისელებს წყალი დღის განმავლობაში 2-5 საათის მანძილზე მიეწოდებათ. სამუშაოები შპს "ნიუმშენმა" ჩაატარა, რომელმაც პროექტის მიმდინარეობისას ცხრაჯერ მოითხოვა ვადის გადაწევა. "ნიუმშენი" წყალმომარაგების კომპანიამ 11 600 ლარით დააჯარიმა.

გარდა მანგლისისა, კომპანიას კიდევ ორგან - მარნეულსა და გორში ჰქონდა აღებული პროექტები. მარნეულის სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, ხოლო გორში 2018 წლის აგვისტოში დაწყებული პროექტი სამ თვეში უნდა მორჩენილიყო. დღეისთვის არც ერთი მათგანი არაა დასრულებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები