ჯუმბერ იზორია

მთავარი არხი: "ოცნების" წევრი, ჯუმბერ იზორია გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს მფარველობდა

0 კომენტარი
ფოტო: რეგინფო

მთავარი არხის ინფორმაციით, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი, ქართული ოცნების წევრი, ჯუმბერ იზორია გაუპატურებაში ბრალდებულ პოლიციელს ხელს აფარებდა.

იზორია ქართული ოცნების წევრია და უახლოეს მომავალში პარლამენტის დეპუტატის მანდატსაც მიიღებს - ის ერთ-ერთია, ვინც ქართული ოცნებიდან და პარლამენტიდან წასულ დეპუტატებს შეცვლის. 

გვიან ღამით ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, აირი დარსალია დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-მ დაუდასტურა. სწორედ დარსალიას ადანაშაულებს ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში.

საქმეს პროკურატურა იძიებს. ტაბულა დამატებითი ინფორმაციისთვის საგამოძიებო უწყების პრესსამსახურთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.

მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ პოლიციელმა ტყეში წაიყვანა და იარაღის მუქარით გააუპატიურა.

მისივე თქმით, ჯუმბერ იზორიამ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციელებს მფარველობს, ხელს აფარებს და ახალისებს.

მსხვერპლი მთავარ არხთან ასევე ყვება, რომ ჯუმბერ იზორიას ზეწოლის გამო იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ჯუმბერ იზორიას ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში დატოვა. მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ სიგარეტსა და საწვავს ყიდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები