S-400 სარაკეტო სისტემები

თურქეთი რუსეთთან S-400-ების შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

რუსეთი და თურქეთი S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო კოოპერაციის სააგენტოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Interfax ავრცელებს. 

"ჩვენ თანდათან ვმუშაობთ ამ საკითხზე. რაც ყველაზე მთვარია, ორივე მხარეს ამ სფეროში კოოპერაციის გაგრძელება სურს," - თქვა რუსეთის ფედერალური სამსახურის სამხედრო-ტექნიკური კოოპერაციის ხელმძღვანელმა დმიტრი შუგაევმა

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მომავალ წელს თურქეთი და რუსეთი დამატებითი S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერდნენ.

რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების ექსპორტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ანკარა მეტი S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას განიხილავდნენ.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც თქვეს, რომ შესაძლოა, თურქეთს S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები კიდევ მიჰყიდონ.

რაც შეეხება თურქეთს, მაისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას. შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

ოთხი დღის წინ ამერიკელმა სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართეს, რომ თურქეთს რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესონ. პრეზიდენტმა ლონდონში NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ამ საკითხს განიხილავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები