პროპორციული არჩევნები

საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე: გერმანული მოდელი კონსტიტუციის მოთხოვნებს შეესაბამება

0 კომენტარი
ბესიკ ლოლაძე

სამართლის დოქტორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადიგლე, ბესიკ ლოლაძე ამბობს, რომ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვერსია შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას.

ლოლაძემ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მოამზადა გერმანული საარჩევნო მოდელის მიმოხილვა და საქართველოში მისი იმპლემენტაციისა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის ანალიზი, რომლის მთავარი დასკვნებიც ასეთია:

გერმანული მოდელის ქართული ვერსია:

  • შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას. მანდატების განაწილების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იქნება 150, აქედან 77 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით;
  • კონსტიტუცია მანდატების განაწილების წესის განსაზღვრას კანონმდებელს ანდობს. კონსტიტუციაში მითითებული მანდატების რაოდენობები კანონმდებელს არ აბრკოლებს, რომ დაადგინოს სამართლიანი რეგულირება. ერთი მხრივ, მაჟორიტარული წესით არჩეულმა კანდიდატებმა უნდა მიიღონ კუთვნილი მანდატები, ხოლო მეორე მხრივ – პარლამენტში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ხალხის ნების ადეკვატური წარმომადგენლობა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რადგანაც მთავრობის ფორმირება პარლამენტზეა დამოკიდებული;
  • ქართული ვერსია, ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევას. ის უკეთ ითვალისწინებს დემოკრატიისა და თანასწორი არჩევნების პრინციპების მოთხოვნებს, ვიდრე მოქმედი წესი. პოლიტიკურ უმცირესობას უჩნდებათ პერსპექტივა, ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, გახდეს უმრავლესობა. უკეთაა უზრუნველყოფილი ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შანსების თანაბრობა.

ლოლაძის სრული მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ღია საზოგადოების ფონდის საიტზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები