ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

კუბილიუსი: გვაქვს 87 პირის სია, რომლებიც 20 ივნისის პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან

0 კომენტარი

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

განცხადება მან დღეს, 9 დეკემბერს, ასამბლეის სესიის დაწყების წინ გააკეთა.

კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

(მთავარი არხის თარგმანი)

“ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკური სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი", -თქვა ევროპელმა დიპლომატმა. 

მან ასევე ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევის სისტემაზე და ხელისუფლებას მოუწოდა, ფოკუსირება მოახდინოს კანონის უზენაესობაზე. 

"გთხოვთ, შეინარჩუნოთ მოსამართლეთა არჩევის თავისუფალი სისტემა, რადგან ეს ფუნდამენტური უფლებაა. მოახდინეთ ფოკუსირება კანონის უზენაესობაზე ასევე ხალხი, რომლიც მშვიდობიანად აპროტესტებს ქუჩაში, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დაიცვას დემოკრატია. გათავისუფლდეთ პოლიტპატიმრები. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე მოძრაობს და ზოგიერთ ვალდებულებას მკაცრად უნდა სცეთ პატივი. შეუძლებელია 2019 წელს გყავდეს პოლიტიკური პატიმრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავისუფალი საარჩევნო სისტემისთვის იბრძვიან", - თქვა კუბილიუსმა. 

მან ხაზი გაუსვა არსებულ კრიზისსაც და მას შემაშფოთებელი უწოდა. 

"გვაშფოთებს დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც პროცესების პოლიტიკურ კრიზისად გარდაქმნის შესაძლებლობას შეიცავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას დიალოგისკენ. ჩვენ ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ძალისხმევას ამ მიმართულებით და მოვუწოდებთ მმართველ გუნდს ღია და პასუხისმგებლიანი იყოს ამ მოლაპარაკებებში. კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. ასევე მოვუწოდებთ პატივი სცენ ოდირის ყველ რეკომენდაციას რომელიც ეხება არჩევნებს.

ერთი მესიჯი ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეპორტიორისგან: ჩვენ მივიჩნევთ არჩევნებს როგორც დემოკრატიული კრიტერიუმების ნაწილს და ევროპასთან სამომავლო ურთიერთობების ფუნდამენტურ პირობად. ვისაც არ ესმის დემოკრატიული კიტერიუმების არსი, ცდებიან. იგივე სიტუაცია ჩვენ გვქონდა მოლდოვაში და არ მინდა საქართველო დემოკრატიულობის პირობების არშემსრულებელთა სიაში ვიხილო ამიტომ, ჩვენი გზავნილი მძლავრია და მოველით, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს. ასევე, მმართველ პარტიას მოვუწოდებ", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები