განზრახ მკვლელობის მცდელობა

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა პირი, რომელმაც ქალს ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.

როგორც უწყებაში ამბობენ, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები