რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ძალების მიერ 7 დეკემბერს დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე 7 დეკემბერს დააკავეს.

თავდაპირველად ერთერთი მათგანი, უკანონოდ დაკავებული არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს.

სუს-ში განაცხადეს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უკანონო დაკავების ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები