როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი ქალი რეჟისორებისთვის საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო, Golden Globe-მა მათი მიღწევები არ დააფასა და ისინი ნომინაციის გარეშე დატოვა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია შარლიზ თერონის კრიტიკა.
Golden Globe-ის ყურადღების მიღმა დარჩნენ: გრეტა გერვინგი ( Little Women), ლულუ ვონგი (The Farewell) ალმა ჰარ'ელი (Honey Boy) მელინა მათსუკა (Queen & Slim), ოლივია უაილდი (Booksmart),მარიელ ჰელერი (A Beautiful Day in the Neighbourhood) და ლორენ სკაფარია (Hustlers).
ბევრი მსახიობი ქალი ამ მოვლენით უკმაყოფილო იყო, მათ შორის, შარლიზ თერონიც, რომელმაც LA Times-თან ინტერვიუში აღნიშნა:
" ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა! ეს საერთოდ არ არის კარგი, ეს ძალიან მძიმეა და ვფიქრობ, რომ უსამართლო და სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა!"