ლარის კურსი

ეროვნული ვალუტა გამყარდა - დოლარი 2.8661₾ ღირს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 12 დეკემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.35 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.28 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.8661 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 3.19 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ლარის გამყარება მოსდევს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდას. გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომავალი წნეხი დაასახელა.

სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეოთხედ გაზარდა. სამი თვის წინ განაკვეთი 6.5%-ს შეადგენდა.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

რეფინანსირების განაკვეთი კი ის პროცენტია, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ.

ამასთან, კომერციული ბანკები მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს უზრდიან. ბოლო მონაცემებით, 111 ათასზე მეტი სესხია მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე.

შედეგად, მცირდება ფულის მასა ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებასა და ეროვნული ვალუტის გამყარებას, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები