ფსიქოლოგიური ძალადობა

შსს მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე: მშობლის გარეშე არ გამოგვიკითხავს

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა, მხოლოდ მშობლების თანდასწრებით გამოკითხეს.

ეს უწყების პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოკითხვისას პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ მოზარდი მე-9 სართულიდან გადახტა.

10 დეკემბერს 112-ზე შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

თბილისში, "მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე.

შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა დატოვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზარდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.

მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს", – ამბობენ უწყებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. მოზარდი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა.

მთავარი არხის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს სკოლის შენობის კედელზე გაკეთებული უცენზურო წარწერების საქმეზე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები