ვაჟა გაფრინდაშვილი

კუხიანიძე: ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, დავალაგოთ რუსეთთან, ქვეყნის მტერია

0 კომენტარი
ფოტო: ერეკლე კუხიანიძე / Facebook

თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ოკუპანეტების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები","იდიოტები" უწოდა და აგინა, Facebook-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

ამჯერად კუხიანიძე მოსახლეობის ნაწილს "ღმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზს უსვამს და "სიღრმის ანალიზის" უნარს უწუნებს და ცდილობს, ვრცლად ახსნას "სახელმწიფოებს და ერებს შორის ურითერთობების კანონზომიერება“, რომლის "იგნორი კატასტოროფულ შედეგს იწვევს".

საკრებულოს წევრი წერს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებისკენ მოუწოდებენ" და ყველა, ვინც "არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას", მას პროვოკატორად და ქვეყნის მტრად მიაჩნია.

"ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას.

ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს ყველა რესურსის გამოყენებით. ვინც ამას ვერ ხედავს - უბრალოდ ბრმაა, ან სპეციალურად იბრმავებს თავს.

თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ - კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს.

ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.

ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ ''ვეთამაშოთ'' ამ დაუნდობელ ძალას და ისევ 'სისხლიანი ფასის' გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით", - წერს კუხიანიძე.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შესახებ Facebook პოსტი, რომელმაც მრავალის აღშფოთება გამოიწვია, საკრებულოს წევრმა 14 დეკემბერს დაწერა. 

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((", - წერდა ის.

გატცებული ექმისი ოჯახი დღეს, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას მართავს.

-----------------------

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები