დასავლეთის რეაქცია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე

კონგრესმენები გახარიას: შოკში ვართ პროპორციულის ჩაგდებით, იმედია, დაუყოვნებლივ გამოასწორებთ

0 კომენტარი
რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ფოტო: saukvalley

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ, გიორგი გახარიას წერილით მიმართა. 

წერილის ასლი კონგრესმენმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და მიიღებს საარჩევნო რეფორმას.

"1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან დღემდე, საქართველოში ჩაიყარა მყარი საფუძველი დემოკრატიის განვითარებისთვის. ამ წლების განმავლობაში საქართველომ მკაფიოდ გამოავლინა ერთგულება დემოკრატიული ფასეულობების მიმართ, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართაც. სწორედ ამიტომ, შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა დანაპირები და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი. 

წლების განმავლობაში ამ რეფორმებზე საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროკავშირთან ერთად მუშაობდა. დანაპირები გაცემული იყო არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და დაუყოვნებლივ მიიღებს საარჩევნო რეფორმას", — ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში. 

წერილის მეორე ნაწილში ადამ კინზინგერი ყურადღებას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლაზე ამახვილებს. 

"ქართველებს სურთ ხელისუფლება ხალხის მთავრობა, ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი ისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ხალხი ქუჩაში, რათა წყნარად გამოეხატათ საკუთარი წუხილები. მაშინ, როცა ყველა მთავრობას აქვს უფლება გამოიყენოს სამართლიანი და პროპორციული ძალა ძალადობრივი უწესრიგობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას წყნარად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ახალი ამბები იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერები დაშავდნენ და საავადმყოფოშიც კი იყვნენ გადაყვანილები - თავზარდამცემია."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები