დასავლეთის რეაქცია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე.

კონგრესმენები გახარიას: ქართველებს დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირში მყოფი მთავრობა სურთ

0 კომენტარი
ფოტო: Susan Walsh

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ, გიორგი გახარიას წერილით მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია.

გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. კონგრესმენების თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან.

"ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც არის ხალხისთვის და არის ხალხისგან წამოსული. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი ისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ხალხი ქუჩაში, რათა წყნარად გამოეხატათ საკუთარი წუხილები."

კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია.

"მაშინ, როცა ყველა მთავრობას აქვს უფლება გამოიყენოს სამართლიანი და პროპორციული ძალა ძალადობრივი უწესრიგობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას წყნარად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ახალი ამბები იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერები დაშავდნენ და საავადმყოფოშიც კი იყვნენ გადაყვანილები - თავზარდამცემია", — ნათქვამია კონგრესმენების წერილში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები