ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

მსახიობი ბესო ზანგური: ტრ**ში გაირჭეთ ბიჭო თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი, არაა ეგ კაცი გმირი

0 კომენტარი
მსახიობი ბესო ზანგური და თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძეს

"ტრ**ში გაირჭეთ ბიჭო თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი გაიგეთ????" - რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ბესო ზანგურმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.

ქართული ოცნების მხარდამჭერი აქვე აღნიშნავს, რომ მისთვის ვაჟა გაფრინდაშვილი გმირი არაა და "არც კაი ტიპია".

"ტრ**ში გაირჭეთ ბიჭო თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი გაიგეთ???? კაცობაზე მორალებს ნუ კითხულობთ ძმაკაცების ცოლის მტყ**ელები, არაა ჩემთვის ეგ კაცი გმირი და არც კაი ტიპია კარგი ტიპი რომ იყოს მიმართვას, ქსივას მაინც გააფაბლიქებდა...კაი ტიპი კაი ბიჭისგან არ აგერიოთ, აქვე ვხსნი გაფაბლიქებას ექიმს ვაწერ.

ხმა და ზედმეტ ყ*ეობებს ნუ კერავთ, ჯერ ოსები რაის თქვენი მტრები არიან, მერე კიდევ დადეთ საბრალდებო დასკვნა რაც ოჯახს გადაეცა. დავწერე ტვინში ნუ შემ*ემთ-მეთქი, პრობლემა მაქვს კითხვის. დაიდოს საბრალდებო დასკვნა, მერე კიდევ მერაბიშვილი და ახალაია რომ არის, ისინი არ განმიკითხავს, მერაბიშვილს სასამართლოზე დავადექი ერთადერთი და კლეტკებში იქაც ვერ შევაგინე, რომ ვწერ ე.ი შემაწუხეთ რა ანწუხელიძე არ დაგესიზმროთ თქვე არამზადებო რა ბრიყვები ხართ რა!!!

ხო გადაკვეთა და ეგაა ცოტნე მანამდე არ კვეთავდა????? არ დავწერდი საერთო შეურაცხჰოფის ქვეშ რომ არ მეგრძნო თავი. შეგე*ით ყველა დაწერილ შეგე*იში", - წერს ზანგური [სტილი დაცულია. გინება ვარსკვლავებით დაფარულია რედაქციის მიერ]. 

ამავე პოსტის ბოლოში მსახიობი უთითებს თავისი მობილური ტელეფონის ნომერს მათთვის, ვისაც "პრობლემა გაქვთ".

ტაბულა ბესო ზანგურთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. გამომდინარე იქედან, რომ ფეისბუქზე ბესო ზანგურის სახელით სხვადასხვა, თითქმის იდენტური პროფაილი იძებნება, გვსურდა დაგვედასტურებინა, რომ პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის. მითითებული ნომერი გათიშული იყო. რუსთაველის თეატრის პრესსამსახურში არ იციან, ეკუთვნის თუ არა ფეისბუქის ანგარიში ზანგურს, თუმცა საკონტაქტო ნომერი, რომელიც მოგვცეს, იდენტურია.

დღის ბოლოს, ბესო ზანგურმა ფეისბუქის იგივე ანგარიშზე ახალი პოსტი უკვე საჯაროდ გამოაქვეყნა. ის წერს, რომ "ერთი სული" აქვს ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაბრუნდეს. მსახიობის აზრით, ამ ადამიანების თავისუფლების ერთადერთი შემაფერხებელი ძალა "შავ ბნელი" პოლიტიკური ძალები არიან. გთავაზობთ პოსტს სრულად:

"მეგობრებო მიმდინარეობს მიზან მიმართული შტურმი ჩემსა და ცნობად სახეებზე ,რაც გამოიხატება მავნებელი ნაციონალური მოძრაობის ტროლებისგან აქაოდა "ვაჟა ექიმი"აღელვებთ.ვწერ საბოლოოდ და გამართული ენით რომ:მაქვს ერთი სული მალე დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვთვლი ყველანაირ კანონ დარღვევად მის დაკავებას.ჩემთვის ამორალურია მხოლოდ შავ ბნელი პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყანაში ამინდის არევა!!!მე ვიყავი შინდისის გმირების საფლავზე და იქ არავინ მინახიხართ❗️❗️თქვენ არც ვაჟა გაფრინდაშვილის კარგად ყოფნა გსურთ და არც ეროვნული სურვილები გამოძრავებთ.თქვენი მიზანია დესტრუქცია,საზოგადოების გახლეჩა,არანორმალური სამოქალაქო არეულობა,პოლიციის ცემა,პარლამენტის მოწამვლა და ტროლებით ადამიანების ბულინგი რაც დღეს განხორციელდა ჩემს წინააღმდეგ.მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ თქვენ ხართ შემაფერხებელი ერთადერთი ძალა იმ ადამიანის თავისუფლების რომელსაც გმირს ეძახით,თქვენ სიცოცხლეშიც ტროლებად დარჩებით.მართლაც თქვენთვის ისროლა ავრორამ რომ ასეთ დემოკრატიულ და ლმობიერ მთავრობის ხელში ვართ!
არ მესროლოთ ილია ვარ❗️❗️❗️
წუპაკო მამაძაღლებო.
სულ ესაა", - წერს ზანგური [სტილი დაცულია.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ოჯახს "პროვოკატორები" და "იდიოტები" უწოდა, ასევე, აგინა, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ.

39 დღეა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ჰყავს დაკავებული. 14 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები