15 წლის მოზარდის გარდაცვალება

"ამ ცხოვრების დედაც"- მოზარდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები რეგიონებშიც იმართება

ეკა ფხაკაზე

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქციები იმართება. 

ზუგდიდში, ენმ-ის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის სამმართველოს წინ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და ასევე სკეიტ პარკის ტერიტორიაზე "ამ ცხოვრების დედაც", წარწერები დატოვეს. 


ფოტო: ლაივპრესი

ფოტო: ლაივპრესი

სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც. აქტივისტები მემედ აბაშიძის გამზირზე შეიკრიბნენ და სანთლებით გარდაცვლილი მოზარდის სახელი დაწერეს. გზაზე კი წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. 


ფოტო: აჭარის ტელევიზია

გორის ქუჩემშიც გამოჩნდა წარწერები.


ფოტო: https://www.qartli.ge/

სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისშიც. 


ფოტო: ეკა ფხაკაზე

აქცია გაიმართა დღეს თბილისშიც. ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაქტივისტებმა გზა გადაკეტეს და გზაზე წარწერები, "ამ ცხოვრების დედაც" დაწერეს.

აქცია გაიმართა დიღმის პოლიციასთანაც. მანამდე, სოლიდარობის აქცია გაიმართა იაშვილის სახელობის კლინიკასთანაც, სადაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აქტივისტებმა კლინიკასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. 

ასევე, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და წარწერები დატოვეს. 

საპროტესტო აქციები დაგეგმილია ხვალ დილიდან დედაქალაქში და რეგიონებშიც. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

17 დეკემბერს მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

კომენტარები