საბანკო რეგულაციები

თურნავა საბანკო რეგულაციებზე: იგეგმება ლიბერალიზაცია

0 კომენტარი
ფოტო: კომერსანტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობა თავის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციების გადახედვას გეგმავს:

"მე შემიძლია, პირველ რიგში, დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზაცია იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი ლიბერალიზაციის. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ეს სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული და ძალიან მალე დასრულდება.

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკაში გაჩნდეს მეტი რესურსი დაბანდების." - ამბობს ნათია თურნავა.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები