კრიმინალი

ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა

0 კომენტარი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას, ამ წუთებში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი კურიერთან საუბარში ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდიას "საკმაოდ მძიმე დაზიანებები" აქვს მიყენებული.

ახლობლების ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი თბილისში, თავის სახლთან, გულ-მკერდის და კისრის არეში დაჭრეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები