აშშ - რუსეთი

ტრამპმა ახალ რუსულ მილსადენებზე სანქციები დააწესა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც ნებისმიერ ფირმას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროკავშირში გამავალი მილსადენების მშენებლობაში ეხმარება, სანქციები უწესდება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ახალი რუსული მილსადენების - ევროპის ჩრდილოეთიდან, ბალტიის ზღვაში გამავალი NordStream 2-ის, რომელიც გერმანიაში გავა და რუსეთიდან თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპაში გამავალი Turkstream-ის მშენებლობას დაეხმარება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს მილსადენის პროექტები ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ახლი რუსული პროექტებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

გასულ კვირას კონგრესმა თავდაცვის კანონპროექტში სანქციებს მხარი დაუჭირა.

"იძულების იარაღი," - ვკითხულობთ რუსულ მილსადენებზე ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში.

აშშ-ის სანქციებმა რუსეთი და ევროკავშირი გააბრაზა, რადგან ამბობენ, რომ თავიანთი ენერგოპოლიტიკის განსაზღვრის საშუალება თავად უნდა ჰქონდეთ.

ამ კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ NordStream 2-ისთვის სანქციებს ეწინააღმდეგებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინსტრმა ჰეიკო მაასმა დაწესებულ სანქციებს "ევროპის გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევა" უწოდა.

ამ გადაწყვეტილებაზე მაასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს დაურეკა. საუბრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ პომპეო "მკაცრად ეწინააღმდეგება" რუსულ პროექტებს. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა აშშ-ის სანქციებს პასუხს გასცემს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე თქვა, რომ 1 225 კილომეტრიანი NordStream 2-ის გაზის მილსადენი გერმანიას "რუსეთის ტყვედ" გადააქცევდა.

რუსული პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად აშშ ევროპას დივერსიფიკაციისკენ მოუწოდებს და ერთერთ ასეთ ვარიანტად აშშ ამერიკულ თხევად გაზს სთავაზობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები