ოსკარი

ოსკარის დაჯილდოებამ შესაძლებელია კვლავ წამყვანის გარეშე ჩაიაროს

0 კომენტარი
ფოტო: oscar.go

ამერიკული კინოაკადემია და არხი ABC ოსკარის დაჯილდოების წამყვანის ასარჩევად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წყაროების თქმით არსებობს შესაძლებლობა, რომ ისევე როგორც გასულ წელს, დაჯილდოებას ამჯერადაც არ ჰყავდეს წამყვანი. 

წამყვანის არ ყოლა დაჯილდოების რეიტინგზე კარგად აისახა. შარშან ოსკარს 29, 6 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც 2018 წლის მონაცემებზე  12%-ით მეტია. ტრადიციული მონოლოგის მაგივრად, სცენაზე ჯგუფი Queen გამოვიდა და ცერემონია გახსნა. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დაჯილდოება კევინ ჰარტს უნდა წაეყვანა, თუმცა მისი ჰომოფობიური ტვიტების გამო, მსახიობი ამ პოზიციიდან მოხსნეს და ცერემონიამ უწამყვანოდ ჩაიარა. 

ოსკარის ნომინანტების სია 13 იანვარს გახდება ცნობილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები