ჯიმი ფელონის შოუ

როგორ ვაიძულოთ შუა ღამემდე დარჩენილ სტუმრებს წასვლა: რაიან რეინოლდსი ჯიმი ფელონის შოუში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თუ საშობაოდ დაპატიჟებული მეგობრები თქვენთან 7 საათის განმავლობაში რჩებიან, შუა ღამეა და თქვენ განმარტოება და დაძინება გინდათ, ხოლო თქვენი სტუმრები ვერ ხვდებიან, რომ სახლში წასვლის დრო მოვიდა,  რაიან რეინოლდსს რამდენიმე რჩევის მოცემა და თქვენი დახმარება შეუძლია. 

თავიდან, შესაძლებელია მთქნარებითა და პატარ-პატარა მინიშნებებით დაიწყოთ. მაგალიათ: "ო, უკვე 11 საათია, რა გვიანი ყოფილა!".  

თუ მინიშნებები არ მოქმედებს, შეგიძლიათ ადგეთ და წასასვლელად მოემზადოთ, შემდეგ კი აღნიშნოთ: "უი, მე ხომ აქ ვცხოვრობ, სად მივდივარ?!" და სტუმრების რეაქციას დაელოდოთ. 

წინა მოქმედებამაც თუ არ გაამართლა, მაშინ სხვა გზა არ რჩება და სანთელი უნდა დაანთოთ, რომელსაც საშინელი სუნი ექნება და სტუმრებიც მაშინვე გაიქცევიან. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები