შობა

მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

ქრისტეშობა

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:

  1. კონსტანტინოპოლის

  2. ალექსანდრიის

  3. ანტიოქიის

  4. საბერძნეთის

  5. კვიპროსის

  6. რუმინეთის

  7. ბულგარეთის

  8. ალბანეთის

  9. ჩეხეთ-სლოვაკეთისა

  10. ამერიკის 

7 იანვარს ქრისტეშობას 6 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
 

  1. იერუსალიმის

  2. რუსეთის

  3. საქართველოს

  4. სერბეთის

  5. პოლონეთის

  6. უკრაინის

10 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან (უკრაინის ეკლესია შესწორებულ კალენდარზე გადასვლის მომხრეა, თუმცა, პოლიტიკური მოტივებით თავს იკავებს), რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

(ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას აღიარებს).

კომენტარები