ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი და მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგს დრონის საშუალებით ახდენენ.

ცოტა ხნის წინ, ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზარდა 200 მეხანძრე-მაშველამდე.

კომენტარები