ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიამ მეექვსედ გამოაცხადა ტენდერი დროშის აღსამართად

0 კომენტარი

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ქუთაისის მერიამ უკვე მეექვსედ გამოაცხადა ტენდერი ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად - პირველი ხუთი ცდა წარუმატებლად დასრულდა.

34 მეტრიან სადგამზე დროშის აღსამართად მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 4500 ლარი იყო, არ შედგა.

მეორე ტენდერი მერიამ 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. ამჯერად ტენდერის ღირებულება 65 651 ლარი იყო, თუმცა ტენდერი კვლავ ჩაიშალა.

მესამედ ქუთაისის მერიამ უკვე 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 36 299 ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მერიას წინა სამი ტენდერი ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ შეუსწავლია მიწა, რომელზეც სადგამი უნდა განთავსებულიყო.

ამიტომ, მერიამ მეოთხე, 5 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ნიადაგის შესასწავლად. ტენდერი ამჯერადაც არ შედგა. მეხუთე ტენდერი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა - ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული საკრებულოს წევრის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია იყო. თუმცა კომპანიამ ტენდერიდან მალევე უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე.

ამგვარად, 19 დეკემბერს ქუთაისის მერიამ მეექვსე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც კვლავინებურად 49 959 ლარია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები