ევროპის ყველა ქალაქში საშობაოდ ნაძვის ხეები დადგეს. ვილნიუსის ნაძვის ხე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ნაძვის ხედ დაასახელეს. მისი დადგმა და მორთვა ქალაქს 90 000 ევრო დაუჯდა.
135 000 ევრო დაჯდა კოპენჰაგენის ნაძვის ხე, რომელიც 3,000 კრისტალითაა მორთული.
რომის მთავარ მოედანზე ნაძვის ხე Netflix-მა დადგა. ის 370 000 ევრო დაჯდა.
მილანში, პიაცა დუომოზე კი ნაძვის ხე სუპერმარკეტების ქსელმა Esselunga-მ დადგა. ინსტალაცია ჯამში მილიონი ევრო დაჯდა.
37 მეტრის სიმაღლისა და 14 მეტრის დიამეტრის მეტალის ინსტალაციაში 100 ადამიანის შესვლა არის შესაძლებელი. ამისათვის გადახდილი ფული კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
დაათვალიერეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები:
თუმცა, საახალწლო მორთულობით ყველა არ დარჩენილა კმაყოფილი. ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ოსლოს მიერ ნაჩუქარი ბუნებრივი ნაძვის ხე დადგეს. ადგილობივი მაცხოვრებლების ნაწილი მისით უკმაყოფილოა. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ნაძვის ხეს წყალი დააკლდა და ზედმეტად მეჩხერი ტოტები აქვს.