Rihanna

რიანას ახალი ალბომი მზად არის, თუმცა მომღერალი მას ჯერ არ აქვეყნებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

რიანას ბოლო ალბომის "Anti"-ის გამოსვლიდან თითქმის 4 წელი გავიდა, ამიტომ მომღერლის გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან ახალ ალბომს.

კვირას, რიანამ, ინსტაგრამზე დაადასტურა რომ მისი მეცხრე სტუდიური ალბომი მზად არის - მომღერალმა ვიდეო დადო, სადაც ძაღლი House of pain-ის "Jump Around"-ზე თამაშობს და სათაურად დააწერა:

"განახლება: ვუსმენ ჩემ მიერ შექმნილ R9-ს [მეცხრე ალბომი] და უარს ვამბობ მის გამოქვეყნებაზე".

რიანას არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა ველოდოთ მის ახალ ალბომს, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი თვლის რომ ეს შეიძლება 2019 წელს მოხდეს. ამის მიზეზი რიანას გასულ წელს დაწერილი კომენტარია, როდესაც მას კითხეს როდის გამოვიდოდა მისი მეცხრე ალბომი და მომრერალმა უპასუხა რომ ეს 2019 წელს მოხდებოდა.

მომღერალს კარიერის განმავლობაში რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები