სახელმწიფო ბიუჯეტი

ბოლო ორ წელში საკონსტიტუციო სასამართლომ რესტორნებში 82 ათასი ლარი დახარჯა

საკონსტიტუციო სასამართლო

ორგანიზაცია ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ჯამურად 82 ათას ლარს აღემატება. 2019 წლის ხარჯები ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. 

82 ათასიდან მიმდინარე წლის ხარჯმა 16 743 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის - 65 536 ლარი. 2018 წლის სარესტორნო ხარჯის დიდი ნაწილი 15-18 მაისზე მოდის, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ბალტიის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს უმასპინძლა.

აქვე საყურადღებოა უწყების მიერ საწვავზე დახარჯული თანხების რაოდენობა. 2018-2019 წლებში საწვავის ჯამური ხარჯი 338 ათას ლარს აღემატება. აქედან 2018 წელს — 177 040 ლარი დაიხარჯა და 2019 წელს — 161 370 ლარი. 

ცალკეა გამოსაყოფი უწყების მიერ ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯული თანხებიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ავტოსაშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაწეულმა ხარჯი დაახლოებით 152 ათას ლარს უტოლდება. 

აქედან 2018 წელს დახარჯულია — 72 165 ლარი და 2019 წელს — 79 653 ლარი. 

კომენტარები