მიწისძვრა

ირანში ბუშეჰრის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ბუშეჰრის ატომური ელექტროსადგური
Reuters

ირანის სამხრეთ-დასავლეთით, ბუშეჰრის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ატომური ელექტროსადგური ბუშეჰრის პროვინციაში, ბორაზჯანის სამხრეთ-დასავლეთით, სანაპიროსთან მდებარეობს. ესპიცენტრი სწორედ ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით მიწისძვრის შედეგად ატომური ელექტროსადგურზე რაიმე დაზიანება არ დაფიქსირებულა.

ბუშეჰრის ატომური ელექტროსადგური 2010 წლის აგვისტოში გაიხსნა და არა მხოლოდ ირანში, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პირველი ატომური რეაქტორია.

კომენტარები