ჭავჭავაძის რეაბილიტაცია

კალაძე სკამების ფასზე: ადეკვატურია, ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე

0 კომენტარი
ფოტო: instagram.com/kakhakaladze/

"ფასი ადეკვატურია, ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე. თუ რომელიმე სხვა კომპანიები, ქართული კომპანიები, უცხოური, დაექვემდებარებიან და წარმოადგენენ იმ ხარისხს, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, მივესალმებით", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

საუბარია თბილისის მერიის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებაში 2.5 მილიონი ლარის გადახდა იგეგმება.

20 დეკემბერს მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 1 880 969 ლარია. ჯამში მერიას 155 სკამის შეძენა სურს. გამოდის, თითო სკამის საშუალო ღირებულება 12 ათას ლარს აჭარბებს.

სკამების ესკიზები ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები