იაპონია - რუსეთი

ტროლინგი იაპონურად - რუსი და იაპონელი სარდლების ფოტო რუსეთის მარცხის შემოქმედის სურათთან

Japan Maritime Self-Defense Force

იაპონის სამხედრო საზღავო ძალების სარდალმა ადმირალმა ჰიროში იამამურამ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი იაპონიაში მიიწვია.

მას შემდეგ, რაც იამუმარას კაბინეტიდან მათი შეხვედრის ამსახველი სურათები სოციალურ ქსელში იაპონიის საზღვაო თავდაცის ძალების Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, მომხმარებლებმა ერთი საინტერესო რამ შენიშნეს. ერთერთ ფოტოში, სადაც ევმენოვი და ჰიროში ერთმანეთს ხელს ართმევენ, მათ უკან, კედელზე კიდია ფოტო, რომელზეც გამოსახულია აღმოსავლეთის ნელსონად წოდებული მარშალ-ადმირალი მარკიზი ჰეიჰაჩირო ტოგო - რუსეთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხის შემოქმედი.


ფოტო: Japan Maritime Self-Defense Force

1905 წელს ცუშიმას ბრძოლაში სწორედ ტოგო მეთაურობდა იაპონიის ძალებს. ცუშიმას ბრძოლამ რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლის ომში რუსეთის მარცხი განაპირობა.

სიკვდილის შემდეგ ტოგო შინტოისტურ ღვთაებად შერაცხეს და ის კამი გახდა. მის სახელზე ტოკიოსა და რამდენიმე სხვა ქალაქში შინტოისტური ტაძრებიც არის აგებული.

ამ სურათმა რუსეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. რუსი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო რუსი ადმირალის საქციელი.

"ჩვენ უნდა მოვტრიალებულიყავით და წავსულიყავით!" - წერს ერთერთი მაგთანი.

"ამ ყველაფერს ერთი სიტყვით შეიძლება ვუწოდოთ - დეგრადაცია. დავუშვათ, მაგალითად, მან არ იცის ისტორია და არც რუსეთ-იაპონიის ომის შესახებ იცის და ა.შ. მაგრამ, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, იგი უბრალოდ ვალდებულია იკითხოს: ოფიციალური ვიზიტის დროს ვის ფონზე იღებს სურათს," - ვკითხულობთ ერთერთის კომენტარში.

რუსული გამოცემა ვზგლიადი წერს, რომ ამ ფაქტის მიუხედავად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს გამორჩათ, რომ ევგენოვმა საბჭოთა კავშირის შპიონის რიხარს ზორგეს საფლავზე ყვავილები მიიტანა.

შეგახსენებთ, რომ 1904 წელს რუსეთმა ბალტიის ფლოტი შორეულ აღმოსავლეთში პორტ არტურთან წყნარი ოკეანის ესკადრასთან დასაკავშირებლად მეორე ესკადრა გაგზავნა, რათა მათ ერთიანი ძალებით იაპონიისთვის შეეტიათ. იაპონიამდე შვიდ თვიანი მოგზაურობის დასაწყისში, თავდაპირველად ჩრდილოეთის ზღვაში შეცდომით იაპონელების ნაცვლად ბრიტანელების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი, რაც ძვირადაც დაუჯდათ. საბოლოოდ, როდესაც რუსულ საზღვაო ძალებმა საბოლოოდ ცუშიმას სრუტემდე მიაღწიეს მათ იაპონიის ფლოტის მეთაური ადმირალი ტოგო ელოდებოდა. 27 მაისს, როდესაც იაპონიამ რუსული საზღვაო ძალები შენიშნა, მათ შეუტია. ორ დღიანი ბრძოლის დროს რუსული ფლოტის 2/3 განადგურდა.

კომენტარები