ავარია

თბილისი-სტამბოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა 1, დაშავდა 22 პირი

flickr

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო 1 დაიღუპა.

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გარდაცვლილია თურქეთის მოქალაქე, დაშავებულთა შორის არის 3 თურქეთის მოქალაქე.

რაც შეეხება დანარჩენ დაშვებულ პირებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მსუბუქიდაზიანებები.

"შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყიფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრიქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დადავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამინს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ აღებიშნებათ მსუბუქი დაიზანებეი. მოქალქეობა დგინდება. დაურეკეთ ანკარაში ჩვენს კონსულს კოტე კოტარიას. +905395515333", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები