კარვების აღება

თბილისის მერია: სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მერიისთვის

0 კომენტარი

თბილისის მერიამ გუშინ პარლამენტის წინ საახალწლო ქალაქის მოსაწყობად და მათ შორის ბატუტის გასაბერად პროტესანტების კარვები აიღო, თუმცა დღეს აღმოჩნდა რომ მერიისთვის ბატუტის ვიზუალი "სრულიად მიუღებელია".

ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

"გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის", - ამბობენ პრესსამსახურში.

გუშინ ღამით თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მერიის განცხადებით ისინი იქ საშობაო ქალაქის მოწყობას აპირებდნენ, მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტის წინ მიიტანეს ბატუტიც, რომელიც ღამევე გაბერეს, თუმცა დილით ის ჩაფუშული იყო.

საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. ისინი ადგილზე ბატუტის და ატრაქციონების გაშლას აპროტესტებდნენ, რა დროსაც, პოლიციამ მთლიანობაში 9 პირი დააკავა, მათ შორის, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები