გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გიორგი რურუა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე სწორედ პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა არგუმენტით, რომ რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლის რისკი არსებობდა. რურუას ადვოკატების თქმით დაკავებისას მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება.

სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა

გასულ კვირას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რურუას საქმეს დაემატა ახალი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა. 

უწყების განცხადებით, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელიც ბრალდებას არ აღიარებს, 18 ნოემბერს, აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, ის დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას "სირცხვილია" ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები