დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უწყების თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. 

ასე გამოიყურებოდა ნაძვის ხე ხანძრის გაჩენამდე: 


ფოტო: დედოფლისწყაროს მერია

კომენტარები