ჩემი ბედნიერი ოჯახი

Vulture-მ “ჩემი ბედნიერი ოჯახი” დეკადის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა

სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" vulture-მ საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა. 

ფილმი ისეთი კინოსურათების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა Now You See Me, Once Upon a Time in Hollywood, Dunkirk, The Favourite და სხვა. 

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. “გრძელი ნათელი დღეების” შემდეგ რეჟისორებმა გადაიღეს ამბავი ქართულ ოჯახზე, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, დისტრიბუციის უფლება კი ნეტფლიქსმა შეიძინა. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

 

კომენტარები