მკვლელობა

გურიაში 80 წლის ქალი მოკლეს

გურიაში, საკუთარ სახლში 80 წლის ქალი მოკლული იპოვეს. ამასთან, ეზოში აღარ იყო ნათესავის მანქანა, რომელიც მკვლელობამდე ქალის ეზოში იდგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: განზრახ მკვლელობა (108) და ქურდობა (177-ე).

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მანქანა მოკლული ქალის სახლიდან 10-15 კილომეტრში იპოვა.

ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის. შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

კომენტარები