ევროპა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ დღეიდან უარი თქვა სახელწოდება ჰოლანდიაზე

2020 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა უარს ამბობს სახელწოდება ჰოლანდიაზე, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ამგვარად, მომავალში ყველა საერთაშორისო კონკურსზე და შეჯიბრზე გამოყენებული იქნება სახელწოდება ნიდერლანდები. 

ქვეყნის ხელისუფლებას სურს განაახლოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რომელიც ტურისტებში ხშირად ნარკოტიკების ლეგალურ მოხმარებასთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება. ამის გარდა მთავრობას სურს, ტურისტების ყურადღება ამსტერდამიდან პროვინციებისკენ მიმართოს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სურთ ღია და ინოვაციური ქვეყნის იმიჯით პოზიციონირება. ნაციონალური ბრენდინგის ახალი კონცეფცია წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ახალი კონცეფცია კი 2020 წლიდანვე დაინერგება. შემდეგ ევროვიზიაზე და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანა ნიდერლანდების სახელით წარდგება. ასევე შეიცვლება საფეხბურთო ნაკრების სახელწოდებაც.

ჰოლანდია ნიდერლანდების დასავლეთში მდებარე პროვინცია, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდი სამი ქალაქი მდებარეობს, ამსტერდამი, როტერდამი და ჰააგა.

ნიდერლანდების ჰოლანდიად მოხსენიება საერთაშორისო წყაროებში მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო.

კომენტარები