აშშ - ირანი

აშშ ახლო აღმოსავლეთში 3000 ჯარისკაცს აგზავნის

NY Post

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო რეგიონში, დაახლოებით, 3000 დამატებით ჯარისკაცს აშშ-ის 82-ე საჰაერო ხომალდის განყოფილებიდან აგზავნის.

ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები ანონიმურად ავრცელებენ.

გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერლის, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის განადგურებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 დღის წინ ერაყში ირანის მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ.

"როგორც ადრე დავაანონსეთ, 82-ე საჰაერო ხომალდის განყოფილებიდან დაუყოვნებლივი რეაგირების ძალების ბრიგადას განლაგების შესახებ შევატყობინეთ და ჯარები ახლა განლაგდებიან," - წერია პენტაგონის განცხადებაში.

ჯარები ქუვეითის 750 სამხედროებს შეუერთდებიან, რომლებიც რეგიონში კვირის დასაწყისში გააგზავნეს.

რეგიონში ჯარისკაცები, სავარაუდოდ, სულ მცირე, 60 დღით დარჩებიან.

კვირის დასაწყისშივე ცნობილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით ჯარისკაცს გააგზავნიდა

მიმდინარე მოვლენების გამო, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა შვებულება გააუქმა და ის მუშაობას აგრძელებს.

მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბაღდადში ირანის მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს, კედლებზე დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა. აშშ-მა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა 29 დეკემბერს დაბომბა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი.

დაბომბვა კირკუკში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში რაკეტის გაშვებაში სწორედ ქათა'იბ ჰეზბოლას ადანაშაულებს.

აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის ავტოკოლონა აშშ-ის უპილოტო დრონით მოკლეს. სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა გაენადგურებინათ.

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამინეომ თქვა, რომ მათ, ვინც სოლეიმანის სისხლში გაისვარეს ხელები საშინელი შურისძიება ელოდებოდათ.

კომენტარები