Studio Ghibli

Studio Ghibli 2020 წელს ორ ახალ ანიმეს გამოუშვებს

https://medium.com/

2020 წელს ლეგენდარული იაპონური სტუდია Ghibli 2 ახალ ფილმს გამოუშვებს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სტუდიაში დაადასტურეს. აქედან ერთის ავტორი, თავად ჰაიაო მიაძაკია. მან ეს ფილმი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაანონსა. ახალ ნამუშევარს Kimi-tachi wa Dō Ikiru ka (როგორ ცხოვრობ) ჰქვია და ის ზაფხულში გამოვა. როგორც ლეგენდარული რეჟისორი ამბობს, ეს მისი ბოლო ფილმი იქნება. მეორე ფილმის დეტალები უცნობია, თუმცა მასზე მიაძაკის შვილი, გორო მიაძაკი იმუშავებს. 

სტუდია Ghibli საახალწლო წერილში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ანიმე პარკზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომლის გახსნაც 2022 წელსაა დაგეგმილი. 

"ჩინურ ზოდიაქოში, 2020 წელი ვირთხის წელია. ვირთხებს ბევრი შთამომავალი ჰყავთ და ამის გამო ისინი განიხილებიან როგორც შთამომავლების, კეთილდღეობის, სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლო. ასევე ისინი მოსავლის ღმერთის მსახურები არიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი სიცოცხლით აღსავსე იქნება.

ამჟამად Ghibli მუშაობს ორ ახალ პროექტზე. გარდა ამისა, პარკის მშენებლობა ახალ საფეხურზე გადავიდა და ვფიქრობთ, რომ წელს ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება"- წერია განცხადებაში. 

როგორი იქნება პარკი ნახეთ აქ. 

კომენტარები