მედია რუსეთში

რუსი ჟურნალისტი იური იზოტოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

იური იზოტოვი. წარწერა კედელზე: აქ მოსკოვი არ გეგონოთ.
svoboda.org

რუსი ჟურნალისტი იური იზოტოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Крым.Реалии-ის რედაქცია ავრცელებს. 

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იზოტოვი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე, რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრას. 

"სოციალურ ქსელებში ჩემი პოსტების გამო ჩემ მიმართ დეტალური გამოძიება მიმდინარეობდა იმ სამართალდამცველების მხრიდან, რომლებიც ზაფხულში მოსკოვში გამართულ აქციებს არბევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს, მე მშვენივრად ვხვდები, რომ ჩემ მიმართ ნებისმიერ დროს შეიძლება გააყალბონ ნებისმიერი საქმე და გამოაცხადონ ძებნა,"- ამბობს იზოტოვი. 

რადიო თავისუფლების რუსული ოფისის ინფორმაციით, იზოტოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა. ის თვლის, რომ კიევში ანტისაომარ აქციებში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, რუსეთში დევნის მსხვერპლი გახდეს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყვება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. 

კომენტარები