დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

თორნიკე მამალაძე: ილია II-მ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა

0 კომენტარი

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, მისი ინფორმაციით, პატრიარქმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა. მისი თქმით, პრეზიდენტს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სინოდის მიერ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით შუამდგმომლობის გაგზავნა ფარსი იყო და პატრიარქმა საზოგადოება მოატყუა.  

"პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, სინოდის თითოეულ წევრს ლაფი დაასხა თავზე. მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. დადგეს სპექტაკლი რაშიც მონაწილეობა პატრიარქმა და პრეზიდენტმა მიიღეს და ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგან კარგი მსახიობები არიან. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი არ არის"- ამბობს მამალაძე. 

მამალაძის თქმით, პატრიარქი შეშინებულია, რადგან დეკანოზს "ბევრი აქვს სათქმელი".

"მე გავიმეორებ მეუფე პეტრეს სიტყვებს, რომ ის არ არის მწყემსი კეთილი ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედა ეკლესიას და აუცილებლად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, სამართლებრივად ბრძოლას, ყველა ხერხს მივმართავ და ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს იქნება პიროვნებების მიმართ"- ამბობს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზის ძმა ამბობს, რომ პატრიარქი სიმართლის მტერია და ის ამას დაამტკიცებს. მისი თქმით, გაჩუმებას აღარ აპირებს, რადგან "პატრიარქმა ხაზგასმით თქვა, რომ დეკანოზი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა". 

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები