ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ირანი დუბაისა და ხაიფას დაბომბვით იმუქრება

Telegraph

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ხაიფასა და დუბაის დაბომბვით იმუქრება. 

მსგავსი შინარსის განცხადება ისლამური რევოლუციის მცველთა კორპსუსის ოფიციალურ Telegram არხზე ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან ირანის დაბომბვის შემთხვევაში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ებრაულ ქალაქ ხაიფასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის, დუბაის დაბომბვით იმუქრება. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორპუსი აშშ-ის შეტევით უშუალოდ აშშ-ის მიწაზე ემუქრება. 

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, ირანიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. 

დაშავებულებზე და მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები