ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ტრამპი: ჩვენ საუკეთესო არმია გვყავს, განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: CNN

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ერაყში შექმნილ ვითარებას ტვიტერზე გამოეხმაურა. ირანის მხრიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ ეს დონალდ ტრამპის პირველი განცხადებაა.

"ყველაფერი კარგადაა! სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელდა. ამ დროისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! ჩვენ ყველაზე ძლევამოსილი და ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ", — ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან ორი საათის წინ განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები