თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავი

NYT: ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინულ თვითმფრინავს ირანული რაკეტა ეჯახება [VIDEO]

Fox News

ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო შეამოწმა. გამოცემა წერს, რომ შემომწების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

New York Times-ის მიხედვით, ვიდეოში ჩანს, რომ ირანული რაკეტა ხვდება უკრაინულ თვითმფრინავს პარანდის თავზე, თეირანის აეროპორტის თავზე, სადაც ბოინგმა შეწყვიტა სიგნალის მიღება, სანამ ჩამოვარდებოდა. 

"ვიდეოში ჩანს, რომ როდესაც რაკეტა თვითმფრინავს დაეჯახა, მცირე აფეთქება მოხდა, მაგრამ თვითმფრინავი არ აფეთქებულა. ხომალდმა ფრენა რამდენიმე წუთის განმავლობაში გააგრძელა და უკან აეროპორტისკენ დაბრუნდა. თვითმფრინავმა ცეცხლმოკიდებულმა იფრინა აეროპორტისკენ და სწრაფადვე აფეთქდა და ჩამოვარდა. როგორც ასევე The Times-ის მიერ გადამოწმებული სხვა ვიდეოებიდანაც ჩანს,"- წერს გამოცემა. 

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, თქმით, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. 

ამერიკული მედია ასევე წერს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა. 

უკრაინ ავიაკატასტროფის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავს, მათ შორის, სარაკეტო თავდასხმას, შეჯახებას, ძრავის აფეთქებას ან ტერორიზმს. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები